იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 525 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ანსა“ იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. იტალიაში „კოვიდ-19“-ით ეპიდემიის დაწყებიდან სულ 22 170 ადამიანი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ მსხვერპლთა რიცხვმა 578 შეადგინა.
ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი დაუდგინდა 1189 ადამიანს. იტალიაში კორონავირუსი სულ 106 607 პაციენტს დაუდასტურდა.
კვლავ იკლებს პაციენტების რაოდენობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. ინტენსიურ განყოფილებებში 2 936 ადამიანი იმყოფება, რაც 20 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს რიცხვი, წინა დღესთან შედარებით, 143 პაციენტით ნაკლებია. ინტენსიურ განყოფილებებში მყოფი პაციენტებიდან 1032 ლომბარდიის რეგიონშია.