იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 165 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

20:48, 10.05.2020

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 165 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 14 მარტის შემდეგ „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი ყოველდღიური მაჩვენებელია.

წინა დღის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის დიაგნოზით 194 ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე, იკლებს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსი 802 ადამიანს დაუდასტურდა. წინა დღეს ეს რიცხვი 1 083-ს შეადგენდა. პანდემიის დაწყებიდან იტალიაში კორონავირუსი სულ 219 070 პაციენტს გამოუვლინდა.

2 155-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 105 186 შეადგინა.

მსგავსი