იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 29 003 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 822 ადამიანი
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 29 003 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 822 ადამიანი

ბოლო 24 საათში იტალიაში „კოვიდ-19“-ით 822 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსი 29 003 ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის პერიოდში იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ დაავადებას, საერთო ჯამში, 52 850 პაციენტი ემსხვერპლა. ქვეყანაში ეპიდემიის დროს სულ 1,5 მილიონი ინფიცირებული გამოვლინდა.

ამასთან, როგორც იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მიუხედვად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლისა, საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტების რიცხვი მცირდება.

ამჟამად ჰოსპიტალიზებულია 34 038 ადამიანი, რაც გასულ, დღესთან შედარებით, 275 პაციენტით ნაკლებია. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 3846 კოვიდპაციენტი.

აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში, როდესაც იტალიაში კორონავირუსის მეორე ტალღა გავრცელდა, საავადმყოფოებში დღეში 1000 პაციენტი ხვდებოდა.