იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 ადამიანი
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 ადამიანი

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 53 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 197 ახალი შემთხვევა. გასული დღის მონაცემებთან შედარებით, ორივე მაჩვენებელი შემცირებულია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 33,899 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 234,998-ს აღწევს, მათ შორის 165,078 უკვე გამოჯანმრთელდა.

იტალია „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.