იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 040 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 505 პაციენტი
FILE PHOTO: People wearing protective masks walk along Via dei Condotti street on the day Italian Health Minister Roberto Speranza lays out in parliament the government's plan for mass coronavirus disease (COVID-19) vaccinations and restrictions over the Christmas period, in Rome, Italy December 2, 2020. REUTERS/Yara Nardi/File Photo
იტალიაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 18 040 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 505 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში ვირუსს 70 900 ადამიანი ემსხვერპლა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას 2500-ზე მეტი პაციენტი გადის.