იტალიაში „ატალანტასთვის“ სერია A-ს ტიტულის მინიჭების მოთხოვნით პეტიცია  შეიქმნა
იტალიაში „ატალანტასთვის“ სერია A-ს ტიტულის მინიჭების მოთხოვნით პეტიცია  შეიქმნა

შაბათს, ვებგვერდ Change.org-ზე შეიქმნა პეტიცია წინადადებით – 2019-20 წლების სერია A-ს ჩემპიონად „ატალანტა“ გამოცხადდეს.

პეტიციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ „ატალანტასთვის“ სკუდეტოს მინიჭება ბოლო ორ წელიწადში ამ გუნდის სპორტული შედეგების აღიარება იქნება, აგრეთვე, ამგვარი ნაბიჯით ერთგვარად წაახალისებენ ქალაქ ბერგამოს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის დროს.

ბერგამოში, რომლის მოსახლეობა 120 ათასს ადამიანს შეადგენს, ბოლო თვეში COVID-19-ით 4500 ადამიანი დაიღუპა.

დღეისთვის, სერია A-ს გათამაშების ცხრილში ლიდერობს „იუვენტუსი“, რომელსაც 63 ქულა აქვს. შემდეგ მოდიან – „ლაციო“ (62 ქულა) და „ინტერი“ (54). „ატალანტა“ 48 ქულით მეოთხე ადგილზეა. გარდა ამისა, ბერგამოული კლუბი გასულია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

დატოვე კომენტარი