იტალიამ ევროკავშირის არაწევრ 13 ქვეყანას სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა
იტალიამ ევროკავშირის არაწევრ 13 ქვეყანას სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა

იტალიამ ევროკავშირის არაწევრ 13 ქვეყანას სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა. იტალიის ხელისუფლებამ საზღვარი ჩაუკეტა იმ ქვეყნებს, რომლებიც მაღალი რისკის ზონად მიიჩნია. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სამოგზაურო აკრძალვა შეეხება: სომხეთის, ბაჰრეინის, ბანგლადეშის, ბრაზილიის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, ჩილეს, კუვეიტის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვის, ომანის, პანამის, პერუსა და დომინიკის რესპუბლიკის მოქალაქეებს.

„პანდემია გლობალურად ყველაზე მწვავე ეტაპზეა. ჩვენ არ შეგვიძლია, საფრთხეში ჩავაგდოთ იტალიელების მიერ ამ თვეებში განხორციელებული მსხვერპლშეწირვები. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევარჩიეთ მაქსიმალური სიფრთხილის გზა“, – განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ.