იტალიამ ერთა ლიგისთვის შემადგენლობა დაასახელა
იტალიამ ერთა ლიგისთვის შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. სიაში 31 ფეხბურთელი შევიდა.

მეკარეები – ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), მატია პერინი (იუვენტუსი), სალვატორე სირიგუ (ტორინო).

მცველები – კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), მატია კალდარა (მილანი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), დომენიკო კრიშიტო (ჯენოა), ემერსონ პალმიერი დოს სანტოსი (ჩელსი, ინგლისი), მანუელ ლაზარი (სპალ), ალესიო რომანიოლი (მილანი), დანიელე რუგანი (იუვენტუსი), დავიდე ძაპაკოსტა (ჩელსი, ინგლისი).

ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა (კალიარი), მარკო ბენასი (ფიორენტინა), ბრაინ კრისტანტე (რომა), რობერტო გალიარდინი (ინტერი), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), ლორენცო პელეგრინი (რომა), ნიკოლო ძანიოლო (რომა).

თავდამსხმელები – მარიო ბალოტელი (ნიცა, საფრანგეთი), ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდერსკი (იუვენტუსი), ჯაკომო ბონავენტურა (მილანი), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), პიეტრო პელეგრი (მონაკო, საფრანგეთი), სიმონე ძაძა (ტორინო).

იტალიის ნაკრები 7 სექტემბერს პოლონეთს შეხვდება, 10 სექტემბერს – პორტუგალიას.