იტალია წყალბურთში მსოფლიო ჩემპიონია
იტალია წყალბურთში მსოფლიო ჩემპიონია

იტალიის მამაკაცთა ნაკრებმა წყალბურთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სამხრეთ კორეაში, პლანეტის პირველობის ფინალში იტალიელებმა ძალიან დამაჯერებლად მოუგეს გადამწყვეტი მატჩი ესპანეთის ნაკრებს – 10:5.

იტალიის ნაკრები ისტორიაში მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი – 1978, 1994, 2011 და 2019 წლებში.

ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში ხორვატიის ნაკრებმა ანგარიშით 10:7 დაამარცხა უნგრეთი.