იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. ჯენარო გატუზოს გუნდმა შესარჩევი პლეიოფის ფინალი სტუმრად პენალტების სერიაში წააგო ბოსნიასთან.
იტალიელებმა მე-15 წუთზე გახსნეს ანგარიში – მასპინძელთა მეკარემ ნიკოლა ვასილმა ბურთის საჯარიმოდან გამოტანისას შეცდომა დაუშვა და მოიზე კინმა წინ გაიყვანა სტუმრები. აღსანიშნავია, რომ ამ ფორვარდმა იტალიის ნაკრების ზედიზედ მეექვსე მატჩში შეძლო გატანა.
იტალიამ პირველი ტაიმი მინიმალური უპირატესობით, მაგრამ 10 ფეხბურთელით დაასრულა – 41-ე წუთზე ალესანდრო ბასტონი ამარ მემიჩზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის ფრანგმა მსაჯმა, კლემან ტურპენმა მოედნიდან გააძევა.
ბოსნიამ რიცხობრივი უპირატესობა 79-ე წუთზე გამოიყენა, როცა „გლადბახის“ ფორვარდმა, ჰარის ტაბაკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, შემდეგ კი პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც მასპინძლებმა 4:2 მოიგეს.
ბოსნია მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე კანადასთან, კატარსა და შვეიცარიასთან ითამაშებს.
A გზა
ფინალი
ბოსნია – იტალია 1:1 პენ. 4:1
გოლები: 0:1 კინი (15), 1:1 ტაბაკოვიჩი (79)
გაძევება: ბასტონი (41. იტალია)