იტალია-ბელგიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დომენიკო ბერარდი დასახელდა #1TVSPORT

20:33, 10.10.2021

ერთა ლიგაზე მესამე ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს იტალიისა და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი იტალიელების გამარჯვებით დასრულდა – 2:1.

ერთ-ერთი გოლის ავტორი იტალიის ნაკრების თავდამსხმელი დომენიკო ბერარდი გახდა, რომელიც უეფა-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

„მან შესანიშნავად ითამაშა. დროულად შედიოდა საჯარიმოში და დი ლორენცოს სივრცეს უთავისუფლებდა. ის ყველა ეპიზოდსა და სიტუაციაში სახიფათო იყო და დაცვაშიც კარგად ირჯებოდა“, – განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზს უეფა-ს პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:40 წუთზე ერთა ლიგის ფინალში ესპანეთი და საფრანგეთი ითამაშებენ. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.

 

 

მსგავსი