იტალია 19-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

07:59, 17.07.2023
TA' QALI, MALTA - JULY 16: Michael Olabode Kayode of Italy, left, celebrates after scoring his side's first goal during the UEFA European Under-19 Championship 2022/23 final match between Portugal and Italy at the National Stadium on July 16, 2023 in Ta' Qali, Malta. (Photo by Seb Daly - Sportsfile/UEFA via Getty Images)

კვირას მალტაში დასრულდა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი, რომლის ფინალშიც იტალიისა და პორტუგალიის ნაკრებებმა ითამაშეს.

პირველ ტაიმში „სკუადრა აძურა“ ფლობდა უპირატესობას, უფრო მეტი მომენტი შექმნა, რომელთაგანაც ერთ-ერთი მაიკლ კაიოდეს გოლით დასრულდა მე-19 წუთზე. საგოლე პასი ლუის გასამ შეასრულა.

შესვენების შემდეგ მატჩის სცენარი შეიცვალა – იტალიელებმა უკან დაიხიეს, პორტუგალიელები კი უტევდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს დავიდე მასტრანტონიოს კარის აღება. იტალიელთა მეკარე მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

იტალიამ 2003 წლის შემდეგ პირველად და ჯამში მეოთხედ მოიგო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი.

მსგავსი