ისტორიული შედეგი - საქართველოს პარა ტაეკვანდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ისტორიული შედეგი - საქართველოს პარა ტაეკვანდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

მანჩესტერში დასრულებულ ევროპის ღია პირველობაზე პარა ტაეკვანდოში, საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

რვა პარასპორტსმენით რვა მედალი – ჩვენი გუნდის შედეგია.

ტურნირის ბოლო დღეს გოგა ხახალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ლია ჩაჩიბაია და სანდრო მეგრელიშვილი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

ხახალაშვილმა ფინალურ ბრძოლაში აფრიკელ წარმომადგენელს სძლია და პირველ ადგილზე გავიდა.

ჩაჩიბაიამ ნახევარფინალში მექსიკელთან დათმო ბრძოლა, მესამე ადგილი დაიკავა, მეგრელიშვილი კი ნახევარფინალში თურქ მსოფლიო ჩემპიონთან, ოლიმპიურ პრიზიორტან დამარცხდა და მესამე ადგილს დასჯერდა.

ამავე შეჯიბრზე, საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი გიორგი ხიზანიშვილმა მოუტანა.

ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ზარქუაც გახდა.

ანა ჯაფარიძემ, გიორგი ნიკოლაძემ, დავით მაქაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.