ისტორიული შედეგი – ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე ადგილზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მედლები გაითამაშეს ქალმა მოციგურავეებმა.
24 საუკეთესო მოციგურავეს შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანაოვაც, რომელმაც მოკლე პროგრამაში (62.59) დაკავებული მე-14 ადგილის შემდეგ, გაცილებით უკეთ იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში – 134.02 ქულა დაიმსახურა და მეხუთე საფეხურზე გავიდა.
https://www.youtube.com/watch?v=ZXXGzufhDjM
ორივე პროგრამის ჯამში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალთა ერთეულებში მსოფლიო ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგიც – გუბანოვამ 196.61 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა, ეს კი ქალთა ერთეულებში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელთათვის მსოფლიო პირველობებზე მიღწეული საუკეთესო მაჩვენებელია.