ისტორიული მატჩი | ხურცილავა და ძოძუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში „გერმანული მანქანის“ წინააღმდეგ [ვიდეო] #1TVSPORT

1960 წელს ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს მიხეილ მესხმა, სლავა მეტრეველმა და გივი ჩოხელმა. 1972 წელს იგივეს გამეორება შეეძლოთ რევაზ ძოძუაშვილსა და მურთაზ ხურცილავას, თუმცა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ „გერმანული მანქანა“ წარდგა, რომელიც ვერც 1972 და ვერც 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერავინ შეაჩერა.

„ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა. ყველა კომპონენტი კარგად მოქმედებდა. გვყავდა ძლირი მწვრთნელი – ჰელმუტ შიონი. სიმართლე რომ ვთქვა, საბჭოთა გუნდს კარგად ვიცნობდით, რადგან მასთან ევროპის ჩემპიონატამდე ნათამაშები გვქონდა. მთელი ტურნირი კარგად ჩავატარეთ. ფინალამდე ორი გოლი მქონდა გატანილი, გადამწყვეტ მატჩში კიდევ ორი შევაგდე. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო.“


გერმანია-სსრკ 3:0


გოლები: მიულერი (27′, 58′), ვიმერი (52′)

გერმანია: მაიერი, ბეკენბაუერი, ჰიოტგესი, შვარცენბეკი, ბრაიტნერი, ვიმერი, ჰიონესი, ნეტცერი, ჰაინკესი, კრემერსი, მიულერი.

სსრკ: რუდაკოვი, ძოძუაშვილი, ხურცილავა, კაპრიჩნი, ისტომინი, ტროშკინი, კოლოტოვი, კონკოვი (დოლმატოვი 46′), ბაიდაჩნი, ბანიშევსკი (კოზინკევიჩი 66′), ონიშჩენკო.