ისტორიაში პირველად, საფეხბურთო კლუბი „კომო“ ევროპულ ტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT

19:20, 10.05.2026

საფეხბურთო კლუბმა. „კომომ“ თავისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და მომავალ სეზონში ევროპულ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ლომბარდიული კლუბი 2024-25 წლების სეზონში სერია A-ში დაბრუნდა და წარმატებას ესპანელ მწვრთნელთან, სესკ ფაბრეგასთან ერთად მიაღწია.

„ვერონასთან“ გამარჯვებამ ფაბრეგასის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგამდე მიიყვანა.

გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება და უახლოეს ტურებში გაირკვევა, რომელ ევროპულ ტურნირზე ითამაშებს – ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის ლიგაზე თუ კონფერენს ლიგაზე.

მსგავსი