ისტორიაში პირველად - ქართველმა მხატვრულმა მოცურავემ მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ისტორიაში პირველად - ქართველმა მხატვრულმა მოცურავემ მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

კანადაში მხატვრული ცურვის მსოფლიოს თასზე მხატვრულმა მოცურავემ, მარია ალავიძემ თავისუფალი სოლო პროგრამა შეასრულა, 200,7612 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ალავიძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც მსოფლიოს თასზე მედლის მოპოვება შეძლო.

სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.