ისტორიაში პირველად,  მოგზაურმა ანტარქტიკა დახმარების გარეშე გადალახა
ისტორიაში პირველად, მოგზაურმა ანტარქტიკა დახმარების გარეშე გადალახა

ამერიკელმა ექსტრემალმა ანტარქტიკა მარტომ გადალახა. კოლინ ობრედმა თხილამურების საშუალებით ყინულოვანი კონტინენტი დახმარების გარეშე 54 დღეში დაფარა.

33 წლის ექსტრემალი მოგზაურობის დროს საჭირო აღჭურვილობას მარხილის საშუალების ატარებდა, რომელიც მოგზაურობის დასაწყისში 170 კილოგრამს იწონიდა.

კოლინ ობრედი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც დახმარების გარეშე 150 კილომეტრი დაფარა და ყინულოვანი კონტინენტი დახმარების გარეშე გადალახა.

მასთან ერთად იგივე გზით ისტორიაში შესვლას ბრიტანელი ექსტრემალი, ლუის რადიც ცდილობდა. ორივემ სტარტი კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, 3 ნოემბერს აიღო. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, საკუთარი მარშრუტით მოგზაურობდნენ. თუმცა, დანიშნულების ადგილს პირველად ამერიკელმა ექსტრემალმა მიაღწია.

ანტარქტიკის მარტო გადალახვა პირველად ისტორიაში 2016 წელს ბრიტანელმა ექსტრემალმა სცადა. თუმცა 55 წლის უორლსიმ მხოლოდ 48 კილომეტრის დაფარვა მოახერხა, რის შემდეგაც მან დახმარება ითხოვა. სახიფათო ექსპედიციიდან ექსტრემალი პირდაპირ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. 55 წლის უორლსი მოგზაურობის დროს მიყენებული ტრავმების გამო საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.