ისრაელში შეზღუდვების შემსუბუქება იწყება
ისრაელში შეზღუდვების შემსუბუქება იწყება

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. „სიენენის“ ცნობით, გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები. თუმცა მოქალაქეები ვალდებული არიან, წარადგინონ მოწმობა, რომ ვაქცინა გაკეთებული აქვთ ან ვირუსი – გადატანილი. მთავრობის გადაწყვეტილებით, იხსნება სკოლებიც.

ორშაბათს ისრაელში „კოვიდ-19“-ის 5 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, გასული კვირის მაჩვენებლთან შედარებით, თითქმის განახევრებულია.

ისრაელი მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილს ვაქცინაცია ჩაუტარა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 732 040 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 5 423 ადამიანი.