ისრაელში „ლივერპულს“ მიულოცეს და ბენაიუნი გაიხსენეს
ისრაელში „ლივერპულს“ მიულოცეს და ბენაიუნი გაიხსენეს

ისრაელის ფეხბურთის ფედერაციამ „ლივერპულს“ ინგლისის ჩემპიონობა მიულოცა.

„კარგი ამბები მათ გარშემო ხდება, ვისაც მოთმენა შეუძლია“, – ნათქვამია ორგანიზაციის ტვიტერზე. – „ვულოცავთ „ლივერპულს“ და მათ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ ისრაელიდან, განსაკუთრებით კი რონი როზენტალისგან, იოსი ბანაიუნისგან და ავი კოენისგან. ისინი ყოველთვის „ენდფილდის“ ერთგულები იქნებიან“.

იოსი ბენაიუნი ინგლისური კლუბის რიგებში 2007-2010 წლებში ასპარეზობდა, რონი როზენტალი 1990-1994, ხოლო ავი კოენი წითლების შემადგენლობაში 1979-1981 წლებში თამაშობდა.