ისრაელში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ

23:39, 02.03.2026

ისრაელში არ გამორიცხავენ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია, დეფრინმა უპასუხა, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

„არსი ისაა, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ჩვენ ვიმუშავებთ „ჰეზბოლას“ განიარაღებასა და ისრაელის მოქალაქეებისთვის საფრთხეების აღმოფხვრაზე“, – აღნიშნა დეფრინმა.

მსგავსი