ისრაელში ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა
ისრაელში ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა

ისრაელში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იერუსალიმსა და თელ-ავივში გაიმართა. იერუსალიმში დემონსტრანტები მთავრობის ხელმძღვანელის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი, ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით მსვლელობა ქუჩებში გამართეს.

ისრაელის „რეშეთ თივის“ ინფორმაციით, თელ-ავივში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მედიის ცნობით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ისრაელში უმუშევრობის მაჩვენებელმა 21 პროცენტს მიაღწია. გამოკითხვები აჩვენებს, რომ „კოვიდ-19“-ის კრიზისთან გამკლავებაში ნეთანიაჰუს ძალისხმევას მოსახლეობის 29.5 პროცენტი ენდობა.