ისრაელში აცხადებენ, რომ ორთვიანი ბლოკადის შემდეგ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ხუთი სატვირთო მანქანა შევიდა

22:28, 19.05.2025

ისრაელში აცხადებენ, რომ ორთვიანი ბლოკადის შემდეგ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ხუთი სატვირთო მანქანა შევიდა.

ჰუმანიტარული დახმარების ხუთი სატვირთო მანქანა, რომელშიც ბავშვთა საკვები იყო, დღეს ღაზის სექტორში ქერემ-შალომის გამშვები პუნქტის გავლით შევიდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე მცხოვრები 2.1 მილიონი პალესტინელისთვის „მინიმალური რაოდენობის“ საკვების შეშვების გადაწყვეტილება აშშ-ის სენატში მოკავშირეების ზეწოლის შედეგად მიიღო.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ შიმშილობის სიტუაციის შექმნა როგორც პრაქტიკული, ისე დიპლომატიური თვალსაზრისით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები გააკონტროლებენ ღაზის ყველა ტერიტორიას „ჰამასის“ წინააღმდეგ გაფართოებული სახმელეთო შეტევის ფარგლებში, რომელიც ისრაელის სამხედროებმა კვირას დაიწყეს.

მსგავსი