ისრაელმა თეირანში ორ ობიექტზე იერიში მიიტანა, ირანმა კი ისრაელის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვა

09:21, 18.06.2025

ისრაელმა იერიში მიიტანა რაკეტების საწარმოო ქარხანაზე, რომელიც ირანის დედაქალაქ თეირნის მახლობლად მდებარეობს.

გავრცელებული ცნობებით, ისრაელმა ასევე დაბომბა ერთ-ერთი უნივერსიტეტი თეირანის აღმოსავლეთ გარეუბანში. აღნიშნული უნივერსიტეტი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ არის დაკავშირებული.

პარალელურად, ირანმა ისრაელის მიმართულებით ღამის განმავლობაში Fattah-1 ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ისრაელის დარტყმებმა ირანში 585 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 1 326 დაშავდა.

მსგავსი