ისრაელმა სირიაში სარაკეტო თავდასხმები განახორციელა
ისრაელმა სირიაში სარაკეტო თავდასხმები განახორციელა

ისრაელმა სირიაში სარაკეტო თავდასხმები განახორციელა. ინფორმაციას, სირიის არმიის განცხადებაზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საჰაერო დარტყმები გამთენიისას განხორციელდა ლატაკიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ. ერთ-ერთი დარტყმის შედეგად, რომელიც პლასტმასის ქარხანაზე განხორციელდა, ერთი მოქალაქე დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. საჰაერო დარტყმები განხორციელდა ჰამას პროვინციის ქალაქ მისიაფზე და ლატაკიის პორტზე, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს.

ისრაელმა ე.წ. ჩრდილოვანი ომი ბოლო რამდენიმე თვეა, განაახლა სირიაში ირანთან დაკავშირებული ობიექტების წინააღმდეგ. დარტყმები ძირითადად იარაღის განვითარების კვლევით ცენტრებზე, საბრძოლო მასალების საწყობებზე და სირიიდან ლიბანში მიმავალ სამხედრო კოლონებზე ხორციელდება. ისრაელის განცხადებით, მისი მიზანი სირიაში თეირანის სამხედრო არსებობის შეჩერებაა, რომელიც ლიბანის „ჰეზბოლას“ მეთაურობით სირიის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში რამდენიმე რაიონს აკონტროლებს.