ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტის პარიკსა და წვერში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტის პარიკსა და წვერში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა „შინ ბეთმა“ ქვეყნის პრეზიდენტ რუვენ რივლინის პარიკსა და წვერში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, შენიღბვამ ქვეყნის პრეზიდენტს საზოგადოებაში ანონიმურად გადაადგილების საშუალება მისცა.

ჩვეულებრივ მუდმივად გაპარსული ისრაელის 81 წლის პრეზიდენტი სქელი, მუქი ფერის პარიკსა და ხშირ წვერშია გადაღებული. სურათის უკანა ფონზე უბრალო სამოსით მოსიარულე ადამიანები ჩანან, რომელთა სახეები იდენტიფიცირებისგან თავის დასაცავად დაფარულია, რადგან სავარაუდოდ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ფარული დანაყოფის წევრები არიან.

„შინ ბეთი“ არ აკონკრეტებს, თუ როდის და სად არის სურათი გადაღებული.