ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში მთავრობას დატოვებს
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში მთავრობას დატოვებს

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში მთავრობას დატოვებს.

„შეთანხმება, რომელიც ყალიბდება, არის დაუფიქრებელი“, – განაცხადა ბენ-გვირმა.

მისივე თქმით, ეს შეთანხმება „წაშლის ომის მიღწევებს“ ასობით პალესტინელი მებრძოლის გათავისუფლებითა და ღაზაში სტრატეგიული ტერიტორიებიდან გასვლით, რაც „ჰამასს“ დაუმარცხებელს დატოვებს.

„თუ ეს დაუფიქრებელი შეთანხმება დამტკიცდება და განხორციელდება, ჩვენ, ებრაული ძალის წევრები, პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადებებს წარვუდგენთ“, – განაცხადა ბენ-გვირმა.