ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის გადაწყვეტილებით, გოლანის მაღლობებზე თავდასხმაზე პასუხის მასშტაბებისა და დროის განსაზღვრაზე უფლებამოსილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტს ენიჭებათ

00:59, 29.07.2024

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის შეხვედრა დასრულდა. ისრაელის მედიის ცნობით, შეხვედრა ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

კაბინეტის გადაწყვეტილებით, გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხის მასშტაბებისა და დროის განსაზღვრაზე უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს ენიჭებათ.

მსგავსი