ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-მდე რაკეტა გაუშვეს
ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-მდე რაკეტა გაუშვეს

ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-მდე რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, ათობით რაკეტა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემამ გააუვნებელყო. ნაწილი კი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშების სერია დაიწყო. ასევე ცნობილი ხდება, რომ თელ-ავივში, სარაკეტო იერიშებისგან თავდასაცავად, მოქალაქეებისთვის თავშესაფრები გახსნეს. თუმცა, ამ ეტაპზე თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები არ განხორციელებულა.