ისრაელის თავდაცვის მინისტრი - თავდაცვის ძალებს მივეცი დავალება, ღაზაში ნებისმიერი სცენარისთვის უმაღლეს დონეზე მოემზადონ, ჩვენ არ დავუბრუნდებით 7 ოქტომბრის რეალობას
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - თავდაცვის ძალებს მივეცი დავალება, ღაზაში ნებისმიერი სცენარისთვის უმაღლეს დონეზე მოემზადონ, ჩვენ არ დავუბრუნდებით 7 ოქტომბრის რეალობას

ისრაელის თავდაცვის მინისტრი „ჰამასის“ გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევად აფასებს. ისრაელ კაცის თქმით, მან სამხედროებს მზადყოფნისკენ მოუწოდა.

„ისრაელის თავდაცვის ძალებს მივეცი დავალება, რომ ღაზაში ნებისმიერი სცენარისთვის უმაღლეს დონეზე მოემზადონ და დაიცვან საზღვრისპირა დასახლებები. ჩვენ არ დავუბრუნდებით 7 ოქტომბრის რეალობას“ – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „ჰამასის“ სპიკერმა, ჰუდჰაიფა კაჰლოუტმა განაცხადა, რომ ისრაელმა არ შეასრულა თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის კუთხით, რის გამოც შაბათს დაგეგმილი მძევლებისა და პატიმრების გაცვლა გადაიდება. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები აფერხებენ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.