ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

„საფრთხის გასანეიტრალებლად თავდაცვითი სისტემები მოქმედებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ისრაელის მედიის ცნობით, ეს ბოლო 11 საათის განმავლობაში პირველი თავდასხმა იყო.

ამასთან, როგორც მედია წერს, იერუსალიმის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა.

ისრაელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.