ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იერიში მიიტანეს თეირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე

00:53, 16.06.2025

ისრაელმა თეირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს.

„ისრაელის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ და დაანგრიეს მიწა-მიწა ტიპის რაკეტების წარმოების, სარადარო სისტემებისა და მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტული საშუალებების ობიექტები თეირანში“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მანამდე ისრაელში განაცხადეს, რომ ირანის მიმართულებით თავდასხმების ახალ სერიას იწყებდნენ, იერიშების სამიზნე კი მიწა-მიწა ტიპის რაკეტების საწარმო იქნებოდა დასავლეთ ირანში.

მსგავსი