ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ჩვენ გვაქვს კარგად დაგეგმილი საბრძოლო სტრატეგია, ირანში კიდევ ათასობით სამიზნე გვაქვს, ყოველდღიურად დამატებით სამიზნეებს ვადგენთ
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ჩვენ გვაქვს კარგად დაგეგმილი საბრძოლო სტრატეგია, ირანში კიდევ ათასობით სამიზნე გვაქვს, ყოველდღიურად დამატებით სამიზნეებს ვადგენთ

ჩვენ გვაქვს კარგად დაგეგმილი საბრძოლო სტრატეგია, ირანში კიდევ ათასობით სამიზნე გვაქვს და ყოველდღიურად დამატებით სამიზნეებს ვადგენთ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.

დეფრინის თქმით, ირანის რეჟიმი ისედაც დასუსტებულია და ისრაელის არმია ყოველდღიურად განაგრძობს მის კიდევ უფრო დასუსტებას.

„მთელი ისრაელის თავდაცვის ძალები მზადაა და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეასრულოს მისია და აღმოფხვრას ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეები. ჩვენ გავაგრძელებთ დარტყმებს ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, ვიდრე საფრთხეებს არ გავაქრობთ და ოპერაციის მიზნებს არ მივაღწევთ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

ამასთან, მისივე თქმით, ისრაელის არმიის მიზანს ირანის რეჟიმის დამხობა არ წარმოადგენს.

„ჩვენი, როგორც სამხედროების მიზანი რეჟიმის დამხობა არ არის. ჩვენ არ ვამხობთ რეჟიმებს. თუმცა ჩვენ ვქმნით პირობებს და ძირს ვუთხრით მათ, რათა დროთა განმავლობაში ირანელმა ხალხმა შეძლოს, საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღოს და დაიბრუნოს ეს ქვეყანა, რომელიც ამ ტერორისტულმა რეჟიმმა მძევლად აიყვანა“, – განაცხადა ეფი დეფრინმა.