ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში პალესტინელი მებრძოლების სამხედრო ბაზა დაბომბა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში პალესტინელი მებრძოლების სამხედრო ბაზა დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში პალესტინელი მებრძოლების სამხედრო ბაზა დაბომბა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც არაბული ანკლავიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით საჰაერო ბურთი გაუშვეს, რომელზეც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული.

ისრაელის სამხედროების მტკიცებით, საჰაერო ბურთმა ერთ-ერთ სასაზღვრო სოფლამდე მიაღწია, ჰაერში აფეთქდა და სახლი დააზიანა.

რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, ისრაელმა სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები გამოიყენა. პალესტინური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ შვიდი რაკეტა ისროლა.