ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზაში „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების 15-კილომეტრიანი ქსელი დაბომბა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზაში „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების 15-კილომეტრიანი ქსელი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების 15-კილომეტრიანი ქსელი დაბომბა.

ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა 20 წუთის განმავლობაში 35 ტერორისტულ სამიზნეზე მიიტანეს იერიში.

ისრაელის სამხედრო ოპერაციაში 54 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა, რომლებმაც არაბულ ანკლავში 110 ზუსტი დარტყმა განახორციელეს.

„ეს თავდასხმა იყო ისრაელის თავდაცვის ძალების ფართო ოპერაციის ნაწილი ღაზაში ტერორისტული ორგანიზაციების მიწისქვეშა სისტემის მნიშვნელოვნად დაზიანების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.