ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში რადიკალური სუნიტური გაერთიანება „ჰამასის“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში მდებარე ორი გვირაბი დაბომბა, რომელსაც ჰამასის წევრები იარაღის საწყობად იყენებდნენ.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არც ისრაელის ხელისუფლებას და არც პალესტინის ადმინისტრაციულ მთავრობას არ გაუვრცელებიათ.

„ჰამასი“ ღაზას სექტორს 10 წელზე მეტია აკონტროლებს. რადიკალური სუნიტური გაერთიანება „ჰამასი“ ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავთ შეყვანილი.