ისრაელის პრეზიდენტი - ისტორიული, მნიშვნელოვანი ამბებით სავსე დილაა, შეთანხმება შვებას მოუტანს ოჯახებს, რომლებსაც 733 დღეა, არ უძინიათ, დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიას იმსახურებს
ეს ისტორიული და მნიშვნელოვანი ამბებით სავსე დილაა, ეს შეთანხმება აღუწერელ შვებას მოუტანს ოჯახებს, რომლებსაც 733 დღეა, არ უძინიათ, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.
ისრაელის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მომლაპარაკებლების გუნდსა და შუამავლებს.
„უღრმესი მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მძევლების გათავისუფლების, ომის დასრულებისა და ახლო აღმოსავლეთში ახალი რეალობის იმედის შექმნის საქმეში მისი წარმოუდგენელი ლიდერობისთვის. ეჭვგარეშეა, რომ ამისთვის ის ნობელის მშვიდობის პრემიას იმსახურებს“, – განაცხადა ჰერცოგმა.
ჰერცოგის თქმით, თუ ტრამპი უახლოეს დღეებში ისრაელს ეწვევა, „ისრაელის ხალხი მას უდიდესი პატივისცემით, სიყვარულითა და მადლიერებით მიიღებს“. „ეს შეთანხმება ჩვენი რეგიონისთვის აღდგენის, განკურნების და იმედის ახალი ჰორიზონტის გახსნის შანსს იძლევა“.- განაცხადა ჰერცოგმა.