ისრაელის პრეზიდენტი ღაზის სექტორში ჩავიდა
ისრაელის პრეზიდენტი ღაზის სექტორში ჩავიდა

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ღაზის სექტორში ჩავიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ისააკ ჰერცოგმა ადგილზე მყოფ ჯარისკაცებს განუცხადა, რომ ღაზაში მძევლების დაბრუნების შესახებ „ინტენსიური მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს.

ისრაელის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ისინი მალე „კარგ ამბებს გაიგებენ“.