ისრაელის პარლამენტი ახალი მთავრობის დასამტკიცებლად კვირას შეიკრიბება

14:42, 08.06.2021

ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ, იარივ ლავინმა ახალი მთავრობის დასამტკიცებლად საჭირო კენჭისყრა კვირას, 13 ივნისს დანიშნა.

„ახალი მთავრობის შესახებ დებატები და კენჭისყრა კვირას, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გაიმართება“, – განაცხადა იარივ ლავინმა.

უცხოური მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტული და არაბული პარტიების კოალიცია ნდობას მოიპოვებს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიან მუშაობას ნაფტალი ბენეტი გადაიბარებს.

მსგავსი