ისრაელის მთავრობამ იორდანიის ველზე დასახლებების მშენებლობის გეგმა დაამტკიცა
ისრაელის მთავრობამ იორდანიის ველზე დასახლებების მშენებლობის გეგმა დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ იორდანიის ველზე დასახლებების მშენებლობის გეგმა დაამტკიცა. ისრაელის ხელისუფლების კანცელარიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წარდგინებით მთავრობამ მდინარე იორდანეს ველზე ებრაული დასახლების, მევოოტ იერიჰოს შექმნას მხარი დაუჭირა.

ისრაელის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღის ადრე მიიღო.

„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ დასახლებულ პუნქტ მევოოთ იერიჰოს შექმნა. მომეცით მანდატი და ჩვენ გავავრცელებთ ისრაელის მანდატს მდინარე იორდანეს ველზე და ყველა ჩვენს დასახლებებზე იუდეაში და სამარიაში“, – დაწერა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.