ისრაელის მმართველ კოალიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება და არჩევნების თარიღი არ შეიცვლება

02:18, 13.07.2026

ისრაელის მმართველ კოალიციაში განაცხადეს, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, 27 ოქტომბერს გაიმართება და არჩევნების თარიღი არ შეიცვლება.

არჩევნებისთვის მზადების ოფიციალური პერიოდი 17 ივლისს დაიწყება. ამის შემდეგ მთავრობა დროებით მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით იმოქმედებს და ვეღარ შეძლებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას, გარდა ფართო მხარდაჭერის მქონე კანონპროექტებისა, მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხებისა და ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებელი ზომებისა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ივნისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფართო ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება სურს.

მსგავსი