ისრაელის მედია - „ჰამასი“ თუ დათანხმდება, ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა, მომავალ კვირაში ამოქმედდეს
„ჰამასი“ თუ დათანხმდება, ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა, მომავალ კვირაში ამოქმედდეს, – ამის შესახებ ისრაელის მედია ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, თუ „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლების შესახებ ბოლო შეთავაზებაზე პასუხს მომდევნო 24 საათის განმავლობაში გასცემს, ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა, მომავალ კვირაში ამოქმედდეს.
როგორც მედია წერს, ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში ყოფნის დროს ამოქმედდეს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი დათანხმდა 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასასრულებლად აუცილებელ პირობებს და იმედი გამოთქვა, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას.