ისრაელის გენშტაბის უფროსი - ირანი და მისი მარიონეტები თუ ისრაელს თავს დაესხმებიან, უდიდეს საფასურს გადაიხდიან
ისრაელის გენშტაბის უფროსი - ირანი და მისი მარიონეტები თუ ისრაელს თავს დაესხმებიან, უდიდეს საფასურს გადაიხდიან

ირანი და მისი მარიონეტები თუ ისრაელს თავს დაესხმებიან, უდიდეს საფასურს გადაიხდიან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ავივ კოჩავიმ განაცხადა.

ისრაელის არმიის სამხედრო მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ირანიდან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე ისრაელის საპასუხო გეგმები მომზადებულია და უკვე პრაქტიკაში არის გამოყენებული.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ახორციელებს პრევენციულ ომს, ომებს შორის ომს, რომელიც ანადგურებს ჩვენი მტრების შესაძლებლობებს და საფრთხეებს და ამით ხელს უშლის ომს; ბრძოლას, რომელიც თავდაცვის ძალებს საუკეთესოდ წარმოაჩენს“, – აღნიშნა კოჩავიმ.

სამი კვირის წინ ირანის ბირთვული მეცნიერი მოჰსენ ფახრიზადე მოკლეს. ოპერაციას დიდწილად ისრაელის დაზვერვის სამსახურს, „მოსადს“ მიაწერენ. ირანი საპასუხო ზომებით იმუქრება.