ისრაელის ავიაციამ სირიაში მდებარე ირანულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
ისრაელის ავიაციამ სირიაში მდებარე ირანულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა

ისრაელის ავიაციამ სირიაში მდებარე ირანულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, ბომბდამშენებმა სირიის დედაქალაქ დამასკოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სამიზნეების დაბომბეს. როგორც ისრაელელი სამხედროები ამტკიცებენ, ამ რაიონებში მდებარე ობიექტებიდან ირანი ისრაელზე თავდასხმას აპირებდა.

მანამდე, სირიის საინფორმაციო სააგენტო „სანამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დამასკოზე მიტანილი იერიში მოიგერიეს. ქალაქის თავზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

მოგვიანებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელელმა სამხედროებმა თავიანთ სამშობლოზე თავდასხმის მცდელობა წარმატებით აღკვეთეს. ავიაიერიშის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დატოვე კომენტარი