ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ მათი სახმელეთო ძალები ღაზას სექტორში ჯერ არ შეჭრილან, თუმცა სატანკო და საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ
ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ მათი სახმელეთო ძალები ღაზას სექტორში ჯერ არ შეჭრილან, თუმცა სატანკო და საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ

ისრაელის სახმელეთო ძალები ღაზას სექტორში ჯერ არ შეჭრილან, თუმცა სატანკო და საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ, – ეს განმარტება ისრაელის არმიაში მას შემდეგ გააკეთეს, რაც გავლენიანმა გამოცემებმა ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. მათ შორის, ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს „გარდიანმა“ და „ვაშინგტონ პოსტმა“.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ისრაელელი ჯარისკაცები არ შეჭრილან ღაზას სექტორში, თუმცა ტანკებიდან და არტილერიიდან დარტყმებს ახორციელებენ. ოპერაციაში ჩართულია საბრძოლო ავიაცია და ვერტმფრენებიც.

დატოვე კომენტარი