ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ „ჰეზბოლას“ 900 წევრი მოკლეს

22:42, 31.05.2026

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ მათ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 900 წევრი მოკლეს. არმიის განცხადებით, დაჯგუფების წევრები ისრაელსა და მის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდნენ.

მათივე ცნობით, დღეს ისრაელის არმიამ „ჰეზბოლას“ კიდევ ათობით ობიექტი დაბომბა.

„ისრაელის არმიის ოპერაციების წინსვლის პარალელურად, ბოფორტ რიჯის რაიონში დღეს არმიამ იარაღის საწყობები, საშტატო სამეთაურო ცენტრები და „ჰეზბოლას“ დამატებითი ინფრასტრუქტურა დაბომბა“, – ნათქვამია არმიის განცხადებაში.

ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2026 წელს „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის კონფლიქტს, სულ მცირე, 3 412 ადამიანი ემსხვერპლა, 10 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად ძალაში 16 აპრილს შევიდა.

მსგავსი