ისრაელი უეფა-ს ევრო 2020-ის მასპინძლობას სთავაზობს
ისრაელი უეფა-ს ევრო 2020-ის მასპინძლობას სთავაზობს

ისრაელის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზადყონა – უმასპინძლოს 2020-21 წლების ევროთასების გადამწყვეტ მატჩებს, აგრეთვე, ევროპის ჩემპიონატის თამაშებს. ამის შესახებ ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

გასულ კვირას, ისრაელის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ორენ ჰასონმა და გენერალურმა დირექტორმა რატამ ქემარმა შეხვედრა გამართეს უეფას პრეზიდენტთან ალექსანდრ ჩეფერინთან. მათ განიხილეს მატჩების ისრაელში გადატანის პერსპექტივა.

როგორც იწერებიან, ჩეფერნმა მადლობა გადაუხადა ისრაელის მხარეს ამ მზადყოფნისთვის, აგრეთვე აღნიშნა ქვეყნის წარმატებული ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ და ვაქცინაციის წარმატებული პროცესი. ამასთან უეფა-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ისრაელის მზადება აუცილებლად გათვალისწინებული იქნება, თუ ევროპაში მნიშვნელოვან პროგრესს არ მიაღწიეს ინფექციასთან ბრძოლაში.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს, უეფა-მ დაადასტურა გეგმა ევრო 2020-ის 12 ქალაქში ჩატარების შესახებ, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდები.

დატოვე კომენტარი