ისრაელი 37-49 საქართველო | პირველი ტაიმი
ისრაელი 37-49 საქართველო | პირველი ტაიმი

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად, ისრაელში თამაშობს.

პირველი ტაიმის შემდეგ ქართველი კალათბურთელები 12 ქულიანი უპირატესობით იგებენ.

თამაში ქართველი კალათბურთელების აქტიურობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ჩვენებმა 26-23 მოიგეს, მეორეს დასაწყისში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, და როდესაც დიდ შესვენებამდე 3.5 წუთი იყო დარჩენილი, 9 ქულის უპირატესობით – 42-33 იგებდნენ.

ქართველთა შორის საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც პირველ ტაიმში 13 ქულა მოაგროვა და დაცვაშიც აქტიურად ირჯებოდა. კარგად ითამაშა ახალგაზრდა გოგა ბითაძემ, რომელსაც ორი დაფარება და ოთხი მოხსნა ჰქონდა. დუდა სანაძემ სამიდან სამი სამიანი და ერთი ორ ქულიანი ისროლა ზუსტად და 11 ქულა მოაგროვა.

ისრაელის ნაკრებში თავი არიელმა გამოიჩინა, რომელის ანგარიშზეც ცხრა ქულაა.

შეხვედრის მეორე ტაიმი რამდენიმე წუთში დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა პირველი არხის ეთერში შეგიძლიათ.