ისრაელ კაცი - თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს
ისრაელ კაცი - თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს

თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„ისრაელის გრძელი ხელი თქვენამდე მოაღწევს თეირანში, თავრიზში, ისპაჰანში და ყველგან, საიდანაც ისრაელის დაშინებას ან ზიანის მიყენებას შეეცდებით. ჩვენგან დასამალი ადგილი არ არსებობს. თუ დაბრუნება მოგვიწევს, ამას უფრო დიდი ძალით გავაკეთებთ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ ივნისში ისრაელმა 12-დღიანი საჰაერო ომი აწარმოა ირანთან. იერიშების შემდეგ ორივე მხარე, აშშ-ის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა.