ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკებების შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა
ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკებების შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა

ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკებების შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფატალურ ინციდენტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

სასაზღვრო ზონაში პალესტინელები საპროტესტო აქციებს უკვე ზედიზედ მეოთხე პარასკევია აწყობენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში ბუკლეტები ჩაყარეს და პალესტინელებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა შეტაკებებში.

ისრაელის არმია ქვეყნის საზღვრების დაცვის პირობას დებს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პალესტინელი ლტოლვილები იმ ადგილებს დაუბრუნდნენ, რომელსაც ამჟამად ისრაელი აკონტროლებს.

დაპირისპირების დაწყების შემდეგ, 30-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, 1 300-ზე მეტი კი დაშავდა.